მილანმა გაიმეორა რეკორდი, რომელიც 67 წლის წინ დაამყარა

27 ოქტომბერი 2021

სერია ა-ს მე-10 ტურში ,,მილანმა'' ,,ტორინოს'' უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. შეხვედრის ერთადერთი გოლი პირველ ტაიმში ოლივიე ჟირუმ გაიტანა.

სტეფანო პიოლის გუნდის ანგარიშზე იტალიის ჩემპიონატის პირველ 10 ტურში 9 მოგება და 1 ფრეა. ასეთი სტარტი ,,როსონერის'' ბოლოს 67 წლის წინ, 1954-1955 წლების სეზონში ჰქონდა. იმავე წელს მილანელები იტალიის ჩემპიონები გახდნენ.

სერია ა-ს 10 ტურის შემდეგ ,,მილანი'' 28 ქულით ცხრილის პირველ პოზიციაზეა. 25 ქულა და ერთით ნაკლები მატჩი აქვს მეორეადგილოსან ,,ნაპოლის''. 

 

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები