ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარენო ბუსტა დაამარცხა

25 ოქტომბერი 2021

საქართველოს პირველმა ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ვენაში მიმდინარე ATP ტურნირზე ესპანელი პაბლო კარენო ბუსტა სამ სეტში, 7:5; 4:6; 6:4 დაამარცხა.

ბასილაშვილმა პირველ სეტში ყველა საკუთარი ჩაწოდების მოგება მოახერხა, მეტოქე კი ერთხელ დააბრეიკა. მეორე სეტი ნიკოლოზმა ერთი ბრეიკით, 6:4 დათმო. გადამწყვეტ სეტში ქართველმა ჩოგბურთელმა მოწინააღმდეგის ჩაწოდებაზე კარგად ითამაშა და კარენო ბუსტა ერთი ბრეიკით, 6:3 დაამარცხა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ტურნირის 1/8-ფინალში გავიდა. მისი შემდეგი მოწინააღმდეგე ავსტრალიის წარმომადგენელ ალექსეი პოპირინსა და იტალიელ მატეო ბერეტინის შორის გამარჯვებული იქნება.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

კომენტარები