ვენის ტურნირზე ბასილაშვილის პირველი მეტოქე ცნობილია

25 ოქტომბერი 2021

მსოფლიოს 25-ე ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ვენის ტურნირზე (Erste Bank Open) ასპარეზობას ესპანელ პაბლო კარენო ბუსტასთან (18) დაპირისპირებით იწყებს. ნიკოლოზი მეტოქეს აქამდე ერთხელ, ჰამბურგში შეხვდა, სადაც 2 სეტში იმარჯვა.

მოგების შემთხვევაში, ქართველი ჩოგბურთელის მომდევნო მეტოქე მატეო ბერეტინი (7) ან ალექსეი პოპირინი (77) იქნება.

ბასილაშვილი პირველ მატჩს დღეს გამართავს - შეხვედრა თბილისის დროით 16:00 საათზეა ჩანიშნული.

ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ანდრეი რუბლიოვია, რომელმაც შარშან ფინალში ლორენცო სონეგო დაამარცხა.

 

ავტორი: თაზო ერისთავი

კომენტარები