ბასილაშვილი ინდიან უელსის ფინალში დამარცხდა (მიმოხილვა)

18 ოქტომბერი 2021

ინდიან უელსის მასტერსის ფინალში მსოფლიოს 27-ე ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, კამერონ ნორისთან (15) სამ სეტში, ანგარიშით 6:3, 4:6, 1:6 დამარცხდა. მატჩი 1 საათსა და 51 წუთს გაგრძელდა. 

ბასილაშვილმა ინდიან უელსზე ასპარეზობით სულ 600 სარეიტინგო ქულა და 640 ათასი დოლარი გამოიმუშავა.

ქართველმა ჩოგბურთელმა ტურნირზე 5 მატჩის მოგება შეძლო - 1/32-ფინალში კრისტოფერ იუბენქსი დაამარცხა, 1/16-ფინალში - რამოს ვინილასი, 1/8-ფინალში - კარენ ხაჩანოვი, 1/4-ფინალში - სტეფანოს ციციპასი, 1/2-ფინალში კი - ტეილორ ფრიცი.

ინდიან უელსის ბოლო გამარჯვებული დომინიკ ტიმი იყო - ავსტრიელმა 2019 წელს ფინალში როჯერ ფედერერს მოუგო.

 

ავტორი: თაზო ერისთავი

კომენტარები