ბასილაშვილი ინდიან უელსის ფინალშია

17 ოქტომბერი 2021

ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ''ინდიან უელსის'' ფინალში ითამაშებს. მან ნახევარფინალურ სტადიაზე ამერიკელი ტეილორ ჰარი ფრიცი ორ სეტში, 7:6; 6:3; დაამარცხა. 
 

პირველ სეტში სპორტსმენები საკუთარ ჩაწოდებაზე უშეცდომოდ ასპარეზობდნენ და საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა. ქართველმა ჩოგბურთელმა ტაიბრეიკის მოგება მოახერხა. ნიკოლოზი საკუთარ ჩაწოდებაზე მეორე სეტშიც კარგად გამოიყურებოდა, მან ყველა თავისი ჩაწოდების მოგება მოახერხა და მეტოქე ერთხელ დააბრეიკა 6:3 და ბასილაშვილი ''ინდიან უელსის'' ფინალშია.

ფინალურ შეხვედრაში ნიკოლოზის მეტოქე ბრიტანელი კამერონ ნორი იქნება. მატჩი 18 ოქტომბერს, 03:00-ზე გაიმართება.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები