ბასილაშვილმა ციციპასი დაამარცხა

16 ოქტომბერი 2021

ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ''ინდიან უელსის'' ნახევარფინალში გავიდა. მან მეოთხედფინალურ სტადიაზე მსოფლიო რეიტინგის მესამე ნომერი, ბერძენი სტეფანოს ციციპასი სამ სეტში, 6:4; 2:6; 6:4; დაამარცხა. 

ბასილაშვილმა პირველ სეტში მეტოქის ჩაწოდების 2-ჯერ მოგება შეძლო, თავად კი საკუთარი ჩაწოდება ერთხელ წააგო და საბოლოოდ, 6:4 მოიგო. მეორე სეტში ქართველმა საკუთარი ჩაწოდება ორჯერ დათმო და სეტი 6:2 წააგო. გადამწყვეტ სეტში ბასილაშვილი საკუთარ ჩაწოდებაზე უშეცდომო იყო. მან ციციპასის დაბრეიკება მოახერხა და საბოლოოდ, 6:4 მოიგო.

ამრიგად, ბასილაშვილი ''ინდიან უელსის'' ნახევარფინალშია. მისი მომდევნო მეტოქე ალექსანდრ ზვერევსა და ტიელორ ფრიცს შორის გამარჯვებული იქნება.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები