კიაერი: ,,ერიქსენი ყველას გვენატრება, ის ჩვენთვის მაგალითია''

14 ოქტომბერი 2021

დანიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, სიმონ კიაერმა, კრისტიან ერიქსენზე ისაუბრა:

,,მას შემდეგ, რაც ერიქსენმა დაგვტოვა, კიდევ უფრო მეტად გავერთიანდით. მის მიერ დატოვებული სიცარიელე შევავსეთ. ამ მდგომარეობიდან საუკეთესოდ გამოვედით. რა თქმა უნდა, კრისტიანი ყველას გვენატრება, მაგრამ, ამავე დროს, ბოლო პერიოდში გუნდი წარმოუდგენლად გაიზარდა.

ერიქსენი ჩვენთვის მაგალითია. ჩვენ ერთად 10-12 წელი ვითამაშეთ და ის საოცარი ფეხბურთელია,'' - კიაერის სიტყვებს Calciomercato ციტირებს.

12 ივნისს დანიასა და ფინეთს შორის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩის პირველი ნახევრის ბოლოს, კრისტიან ერიქსენმა გონება დაკარგა და მინდორზე დაეცა, ფეხბურთელი რამდენიმე წუთში კლინიკაში გადაიყვანეს. უეფამ მალევე დაადასტურა, რომ ნახევარმცველის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური იყო.

ავტორი: თაზო ერისთავი

კომენტარები