პოჩეტინომ ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში მისი ფავორიტი დაასახელა

14 ოქტომბერი 2021

,,პარი სენ ჟერმენის'' მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, ,,ოქროს ბურთისთვის'' ბრძოლაში მთავარი ფავორიტი დაასახელა:

,,ვის გადავცემდი ,,ოქროს ბურთს''? მესის. გულწრფელად ვამბობ, მისი მწვრთნელი რომც არ ვიყო, მაინც ლეოს ავირჩევდი. 

მეორე რობერტ ლევანდოვსკი უნდა იყოს, მესამე კი - კრიშტიანუ რონალდუ. რონალდუ დიდი ფეხბურთელია და საკუთარ მენტალიტეტს ყოველწლიურად წარმოაჩენს,'' - განაცხადა პოჩეტინომ.

წელს ,,ოქროს ბურთის'' დაჯილდოების ცერემონია 29 ნოემბერს გაიმართება. 30 ფინალისტს შორის ,,პარი სენ ჟერმენის'' 4 ფეხბურთელი - ლეო მესი, ნეიმარი, კილიან მბაპე და ჯანლუიჯი დონარუმა არიან.

ავტორი: თაზო ერისთავი

კომენტარები