პირველად კარიერაში - ნიკოლოზ ბასილაშვილი მასტერსის მეოთხედფინალშია

14 ოქტომბერი 2021

ინდიან უელსის მასტერსის მერვედფინალში მსოფლიოს 36-ე ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა, კარენ ხაჩანოვი (29) ორ სეტში, ანგარიშით 6:4, 7:6 დაამარცხა. მატჩი 1 საათსა და 57 წუთს გაგრძელდა. შედეგად, ნიკოლოზი მასტერსის მეოთხედფინალში გავიდა, რაც მის კარიერაში პირველად მოხდა.

ბასილაშვილმა დღევანდელი მოგებით 180 სარეიტინგო ქულა და 175 ათასი დოლარი გამოიმუშავა.

მეოთხედფინალში ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიოს მე-3 ჩოგანს, სტეფანოს ციციპასს დაუპირისპირდება. ნიკა ბერძენს აქამდე ორჯერ, 2019 წელს შეხვდა და ორივე შემთხვევაში დამარცხდა.

ინდიან უელსის მოქმედი ჩემპიონი დომინიკ ტიმია - ავსტრიელმა 2019 წელს ფინალში როჯერ ფედერერს მოუგო.

 

ავტორი: თაზო ერისთავი

კომენტარები