ნიუკასლის მფლობელები კიდევ ერთი კლუბის შეძენას განიხილავენ

13 ოქტომბერი 2021

მას შემდეგ, რაც "ნიუკასლ იუნაიტედი" Public Investment Fund-ის მფლობელობაში გადავიდა, აღნიშნული კომპანია მილანის "ინტერის" შეძენაზეც დაფიქრდა.

"ნერაძურის" ფინანსური მდგომარეობა კარგად ცნობილია - კლუბმა 2020/21 წლების სეზონში 245.6 მილინი ევრო იზარალა. ამასთანავე, გუნდი მწვრთნელმა ანტონიო კონტემ დატოვა, რომელმაც იტალიელებს სერია ა 11-წლიანი პაუზის შემდეგ მოაგებინა, შემდეგ კი კლუბს, ეკონომიკური სიტუაციის დასასტაბილურებლად, რომელუ ლუკაკუსა და აშრაფ ჰაკიმის გაყიდვა მოუწია.

იტალიური გაზეთის, Libero-ს ინფორმაციით, PIF-ის წარმომადგენლებმა Suning-თან "ჯუზეპე მეაცას" ბინადრების შეძენასთან დაკავშირებით "ინტერი"-"რეალის" მატჩის დროს მოლაპარაკებები გამართეს და შეთანხმებასაც მიაღწიეს.

შედეგად, გაირკვა, რომ საუდის არაბეთის კომპანიას ჩინური Suning-იდან (რომელსაც პანდემიის გამო ფინანსურად უჭირს) "ინტერის" გამოსყიდვა 1 მილიარდი ევრო დაუჯდება.

მიუხედავად ამისა, ჟურნალისტმა, რომელმაც ეს ამბავი გაავრცელა, - ფედერიკო სტრუმოლომ Twitter-ზე აღნიშნა, რომ ყველაფერი გადაწყვეტილი არაა და მან მხოლოდ ის ცნობა მოგვაწოდა, რაც მის ხელთ გახლდათ.

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

კომენტარები