ლევანდოვსკი: ,,ვერ ვიტყვი, რომ მე და ჰოლანდი ერთად თამაშს ვერ შევძლებთ''

13 ოქტომბერი 2021

მიუნხენის ,,ბაიერნის'' თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, Marca-სთან დორტმუნდის ,,ბორუსიას'' ფორვარდზე, ერლინგ ჰოლანდზე ისაუბრა:

- შესაძლებელია თუ არა, რომ ჰოლანდი და ლევანდოვსკი ერთ გუნდში აღმოჩნდნენ?

ჩვენ ერთმანეთისგან განსხვავებული ფეხბურთელები ვართ. ჰოლანდი შესანიშნავი ახალგაზრდაა, რომელსაც დიდი მომავალი ელის. მას კონტრშეტევებზე უყვარს თამაში, აქვს კარგი მარცხენა და ფიზიკურად ძლიერია. მე სხვა ტიპის თავდამსხმელი ვარ.

მასთან ერთად თამაში? ვერ ვიტყვი, რომ ერთად თამაშს ვერ შევძლებთ...

_______________________________________________

მიმდინარე სეზონში ლევანდოვსკის ანგარიშზე ,,ბაიერნის'' მაისურით ჩატარებულ 10 მატჩში 13 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. ჰოლანდმა კი 8 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა და 4 ასისტი მიითვალა.

ავტორი: თაზო ერისთავი

კომენტარები