პასტორე; ,,მესის მატჩის მოგება ერთი მოქმედებით შეუძლია''

13 ოქტომბერი 2021

არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და ,,პარი სენ ჟერმენის'' ყოფილმა ნახევარმცველმა, ხავიერ პასტორემ, ლეო მესიზე ისაუბრა:

,,არიან ფეხბურთელები, ვისგანაც სწავლა, უბრალოდ, მათზე დაკვირვებით შეგიძლია. მესი გამორჩეული ფეხბურთელია. მას მატჩის მოგება ერთი მოქმედებით შეუძლია. ეს ,,მანჩესტერ სიტისთან'' შეხვედრაში ვნახეთ. 

მესის ეროვნული ნაკრების ვარჯიშზე ვუყურებდი. იცი, რომ ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, შემდეგ კი ხედავ, რომ სავარჯიშო დარბაზში 2 საათით ადრე მოდის. მაშინ ხვდები, რომ ახალგაზრდებმა, ან ჩვენ, ჩვეულებრივმა ფეხბურთელებმა, მასთან მიახლოებისთვის გაცილებით მეტი უნდა გავაკეთოთ,'' - პასტორეს სიტყვებს RMC Sport-ი ციტირებს.

,,პარი სენ ჟერმენში'' გადასვლამდე ლეო მესიმ მთელი კარიერა კატალონიის ,,ბარსელონაში'' გაატარა და ლა ლიგაში ჩატარებულ 520 შეხვერაში 474 გოლი გაიტანა. არგენტინელი ესპანეთის ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

ავტორი: თაზო ერისთავი

კომენტარები