,,სუპერბოული, უიმბლდონი და ჩემპიონთა ლიგა ყოველ წელს იმართება'' - ინფანტინო მსოფლიო ჩემპიონატის ყოველ 2 წელიწადში ჩატარებაზე

13 ოქტომბერი 2021

ფიფას პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ, მსოფლიო ჩემპიონატის ყოველ 2 წელიწადში შესაძლო ჩატარებაზე ისაუბრა:

,,უკვე გადაწყვეტილია, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე 48 ნაკრები ითამაშებს. რაც შეეხება, ჩატარდება თუ არა ტურნირი ყოველ 2 წელიწადში, ამაზე ვმსჯელობთ.

დარწმუნებული ვარ, რომ მეტი პრესტიჟული ტურნირია საჭირო, იქნება ეს მსოფლიო ჩემპიონატი თუ რაიმე სხვა. მუნდიალი ჯადოსნურია და სწორედ ამიტომ, შესაძლოა, ის უფრო ხშირად ჩატარდეს.

ტურნირის პრესტიჟი დამოკიდებულია მის ხარისხზე და არა სიხშირეზე. სუპერბოული, უიმბლდონი და ჩემპიონთა ლიგა ყოველ წელს ტარდება და მათ ყველა მოუთმენლად ელის,'' - ინფანტინოს სიტყვებს Sky Sports-ი ციტირებს.

ავტორი: თაზო ერისთავი

კომენტარები