ნიკოლოზ ბასილაშვილმა რამოს ვინოლასი დაამარცხა

13 ოქტომბერი 2021

საქართველოს პირველმა ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა, ინდიან უელსის 1/16-ფინალურ შეხვედრაში ესპანელი ალბერტ რამოს ვინოლასი სამ სეტში, (6:4; 6:7; 2:6;) დაამარცხა.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა პირველი სეტი დათმო, თუმცა მობილიზება მოახერხა და მეორე სეტი ტაიბრეიქში, მძიმე ბრძოლაში მოიგო. შეხვედრის მესამე სეტში ნიკოლოზმა ესპანელი მეტოქის ორჯერ დაბრეიკება მოახერხა, ისე რომ საკუთარი ჩაწოდება არ დაუთმია. საბოლოოდ, ბასილაშვილმა სამ სეტში იმარჯვა და მერვედფინალში გავიდა.

მერვედფინალურ შეხვედრაში ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგის 24-ე ჩოგანს, რუსეთის წარმომადგენელ კარენ ხაჩანოვს დაუპირისპირდება.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

კომენტარები