ედინსონ კავანის ბარსელონაში თამაში სურს

27 სექტემბერი 2021

Daily Mail-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელ ედინსონ კავანის იანვარში "ბარსელონაში" გადმოსვლა სურს.

"მანჩესტერში" კრიშტიანუ რონალდუს გადასვლის შემდეგ გუნდში კავანის როლი შემცირდა. ინგლისური წყარო იტყობინება, რომ ურუგვაელი შემტევი ამით იმედგაცრუებულია და ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს "წითელი ეშმაკების" დატოვება უნდა. 34 წლის ფეხბურთელის სასურველი კლუბი სწორედ "ბარსაა".

იმავე წყაროს ცნობით, თუ კავანი "ბლაუგრანას" მიაუშირებს, კატალონიურმა კლუბმა, შესაძლოა, ერთ-ერთი თავდამსხმელი, სავარაუდოდ, მარტინ ბრეითუეიტი ან ლუკ დე იონგი გაუშვას.

ცნობისთვის, გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს პრესაში კავანის "ბარსაში" შესაძლო გადმოსვლაზე ბევრი იწერებოდა, თუმცა საბოლოოდ ტრანსფერი არ შედგა.

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

კომენტარები