პეპ გვარდიოლას პასუხი კითხვაზე - სურს თუ არა ლეო მესის წინააღმდეგ თამაში

27 სექტემბერი 2021

28 სექტმებერს, თბილისის დროით, 23:00 საათზე ერთმანეთს "პარი სენ-ჟერმენი" და "მანჩესტერ სიტი" დაუპირისპირდებიან. მატჩის მთავარი ინტრიგა ლიონელ მესის უკავშირდება, რომელმაც, ცოტა ხნის წინ, მუხლის არეში ტრავმა მიიღო.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "ქალაქელთა" თავკაცმა, პეპ გვარდიოლამ კომენტარი გააკეთა:

"იმედი მაქვს, რომ ლეო ხვალინდელ მატჩში ითამაშებს, რადგან თამაშს თავისებურ ხიბლს შესძენს. არგენტინელის მსგავსი ფეხბურთელები მოედანზე საკუთარ სათქმელს ლამაზი მოძრაობებითა და გოლებით ამბობენ. მე მეტს ვერაფერს დავამატებ.

ძალიან იღბლიანები ვართ, რომ 15 წელია, მისი შესანიშნავი თამაშის ხილვის საშუალება გვაქვს. ლეოს აღსაწერად საუბარი არ მჭირდება", - აცხადებს პეპი.

ფრანგულ მედიას თუ დავუჯერებთ, შესაძლოა, ლეო მატჩისათვის განაცხადში ვიხილოთ, თუმცა, არა - სასატარტო თერთმეტეულში. 

34 წლის ვარსკვლავმა ტრავმის გამო ლიგა 1-ის ორი შეხვედრა გამოტოვა, თუმცა, დღეს დილით თანაგუნდელებთან სავარჯიშო სესია სრული დატვირთვით შეასრულა.

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

კომენტარები