გახდება თუ არა კრიშტიანუ რონალდუ ჯუნიორი მამამისზე უკეთესი

27 სექტემბერი 2021

ცოტა ხნის წინ კრიშტიანუ რონალდუს ვაჟის, კრიშტიანუ რონალდუ ჯუნიორის 2018 წელს გადაღებული ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს, თუ რამდენად აღემატება იგი თავის თანაგუნდელებს.

ვიდეო უფროსი კრიშტიანუს კომენტარებსაც შეიცავს:

"ვიმედოვნებ, კრიშტიანინიო ისეთივე კარგი იქნება, როგორიც მე ვარ. ის ამბობს, რომ ჩემზე უკეთესი გახდება, მაგრამ წარმატების მიღწევა რთულია.

მისი წარმატების გამო ძალიან ბედნიერი ვარ - ვოცნებობ, რომ ის პროფესიონალი ფეხბურთელი გახდეს. ჩემი შვილი "იუვენტუსში" თამაშობს, სადაც ადაპტაცია კარგად გაიარა.

მისთვის უფრო მაღალ დონეზე ასვლა უფრო მარტივი იქნება, რადგან ადრეული ასაკიდანვე ის ზეწოლას გრძნობს, გამოწვევებს იღებს და ისეთი დიდი კლუბისთვის თამაშობს, როგორიც "იუვეა".

Business Insider-ის ინფორმაციით, რონალდუ ჯუნიორმა იტალიაში ჩატარებულ 28 მატჩში მეტოქეთა კარი 58-ჯერ აიღო, რაც გასაოცარი შედეგია.

ამჟამად, უმცროსი კრიშტიანუ "მანჩესტერ იუნაიტედის" აკადემიის წევრია, სადაც ნემანია მატიჩისა და უეინ რუნის შვილთან ერთად ირიცხება.

The Sun ადასტურებს, რომ უფროს კრიშტიანუს კარიერის დასრულება "ოლდ ტრაფორდზე" სურს, რათა საკუთარ შვილს, იმ გუნდში განვითარებაში დაეხმაროს, სადაც თავად დიდი კვალი დატოვა.

პატარა რონალდუს ტალანტის შესახებ მეტს, ალბათ, უფროსი კრიშტიანუს მეუღლის, ჯორჯინა როდრიგესის ფილმიდან შევიტყობთ, რომელსაც 'Soy Georgina' ეწოდება. როგორც ცნობილია, ის მალე გამოვა.

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

კომენტარები