ბორუსიას დირექტორი: ჰოლანდი რეალით მოხიბლულია

27 სექტემბერი 2021

"დორტმუნდის" გენერალურმა დირექტორმა, ჰანს-იოხაიმ ვატცკემ გუნდის ახალგაზრდა თავდამსხმელზე, ერლინგ ჰოლანდზე ისაუბრა, რომელიც, "რეალის", "ბარსელონასა" და კიდევ მრავალი ევროპული გრანდის სატრანსფერო სამიზნეა.

"ერლინგი დამოუკიდებელი პიროვნებაა. რაღაც მომენტში, ის მაინც ითამაშებს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში, მიუხედავად იმისა, რომ  მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში. უკვე თამაშობს

მაგრამ, რა თქმა უნდა, ვიცი, რომ ჰოლანდი "რეალით" მოხიბლულია. გასაღები ერლინგს ეკუთვნის, ის მარტო გადაწყვეტს. მე არც ნდობა მაქვს და არც პესიმიზმი".

 - ციტირებს ვატცკეს RealTotal.

ბოლო პერიოდში ჰონალდს მადრიდის "რეალს" უფრო აქტიურად უკავშირებენ, ვიდრე რომელიმე სხვა გუნდს. თანაც, მედიაში უკვე არაერთხელ გამოთქვა მოსაზრება, რომ თავად ფეხბურთელს "ლოს ბლანკოსში" თამაშის იდეა ხიბლავს.

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

კომენტარები