კიელინი: ,,თუ პსჟ-ს ფეხბურთელები გუნდის ინტერესებს საკუთარ ინტერესებზე მაღლა დააყენებენ, მათი დამარცხება შეუძლებელი იქნება''

27 სექტემბერი 2021

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და ტურინის ,,იუვენტუსის'' მცველმა, ჯორჯო კიელინიმ, ,,პარი სენ ჟერმენზე'' ისაუბრა:

,,პსჟ ფლეისთეიშენის გუნდს ჰგავს, დაუმარცხებელ კლუბს...

თუ ისინი მოედანსა და მის გარეთ ერთმანეთს გაუგებენ და გუნდის ინტერესებს საკუთარ ინტერესებზე მაღლა დააყენებენ, მათი დამარცხება შეუძლებელი იქნება,'' - კიელინის სიტყვებს L'Equipe ციტირებს.

გასულ ზაფხულს ,,პარი სენ ჟერმენმა'' ლეო მესი, სერხიო რამოსი, ჯანლუიჯი დონარუმა, ჟორჟინიო ვეინალდუმი და აშრაფ ჰაკიმი გაიფორმა.

პოჩეტინოს გუნდმა საფრანგეთის ლიგა 1 ზედიზედ 8 მოგებით დაიწყო და ჩემპიონატს უდანაკარგოდ ლიდერობს.

ავტორი: თაზო ერისთავი

კომენტარები