ანსუ ფატი ლევანტესთან მოგების შემდეგ, მოედანზე დაბრუნებას გამოეხმაურა

27 სექტემბერი 2021

კატალოიის ,,ბარსელონას'' შემტევმა, ანსუ ფატიმ, ,,ლევანტესთან'' მოგებული მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ათნომრიანი მაისურით თამაში მისთვის წნეხს არ წარმოადგენს:

,,მადლობა ექიმებს და ყველას, ვინც ჩემ გვერდით იდგა, გულშემატკივრებსა და გუნდის წარმომადგენლებს. ვეცდები, კლუბს შეძლებისდაგვარად დავეხმარო.

ჩვენ ,,ბარსელონა'' ვართ და ყველა ტიტულისთვის უნდა ვიბრძოლოთ.

ჩემთვის 10-ნომრიანი მაისურით თამაში საამაყოა და წნეხს არ წარმოადგენს,'' - ფატის სიტყვებს Mundo Deportivo ციტირებს.

ლა ლიგის მე-7 ტურში ,,ბარსელონამ'' ,,ლევანტეს'' უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. მატჩის საბოლოო ანგარიში ანსუ ფატიმ დააფიქსირა, რომელმაც 2020 წლის 7 ნოემბრის შემდეგ, გუშინ პირველი შეხვედრა ჩაატარა.

ავტორი: თაზო ერისთავი

კომენტარები