ზაგრების გრან-პრის მეორე დღეს 3 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს

25 სექტემბერი 2021

დღეს, 25 სექტემბერს, ზაგრების გრან-პრიზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ღირსებას სამი ქართველი ძიუდოისტი დაიცავს. 

-73 კგ. წონით კატეგორიაში ჯუმბერ მელაძე იასპარეზებს. ახალგაზრდა ქართველისათვის ზაგრების გრან-პრი სადებიუტო ტურნირია ძიუდოს მსოფლიო ტურზე.  მელაძე D ბადეშია და მისი პირველი მეტოქე დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი დენიელ პაუელი იქნება. ბადის ქვედა მხარესაა ევროპის ჩემპიონი, ამ წონით კატეგორიაში ახლახანს დაბრუნებული აზერბაიჯანელი ძიუდოისტი - ჰიდაიატ ჰეიდაროვი. წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში მელაძისა და ჰეიდაროვის გზები ნახევარფინალში გადაიკვეთება.

-81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილი და ზაურ დვალაშვილი იასპარეზებენ. ტატო გრიგალაშვილი ტურნირის აშკარა ფავორიტია და პირველ ნომრადაა განთესილი. მისი პირველი მეტოქე კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენელ სედრიკ კალონგასა  და  მოლდოველ ნიკონ ზაბროსჩუკს შორის გამარჯვებული იქნება. ზაურ დვალაშვილი კი ძიუდოს მსოფლიო ტურის დებიუტანტია. მისი პირველი მეტოქე გამოცდილი ესპანელი, ხოსე მენდიოლა იქნება. 

წინასწარი შეხვედრები 14:00-ზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 19:00-ზე. პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა Ippon.org-ზე იქნება შესაძლებელი. ფინალური ბლოკის ხილვა მაყურებელს Silk Universal-ის პირდაპირ ეთერში შეუძლია.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები