მოგება მძიმე ბრძოლაში - ბასილაშვილი მეცის ტურნირის მეოთხედფინალშია

24 სექტემბერი 2021

მეცის ტურნირის (Moselle Open) მერვედფინალში მსოფლიოს 35-ე ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა, ალეხანდრო დავიდოვიჩ-ფოკინა (44) სამ სეტში, ანგარიშით 0:6, 6:4, 7:6 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა. მატჩი 2 საათსა და 53 წუთს გაგრძელდა. 

მესამე სეტში ესპანელ ჩოგბურთელს მეტოქის ჩაწოდებაზე 4 მატჩპოინტი ჰქონდა, თუმცა ნიკოლოზმა ქულის გადარჩენა ოთხივე შემთხვევაში შეძლო.

ბასილაშვილის მომავალი მეტოქე რეიტინგის მე-20 ნომერი, გაელ მონფილსი იქნება, რომელმაც 1/8-ფინალში ფილიპ კოლშრაიბერთან იმარჯვა.

Moselle Open-ის მოქმედი ჩემპიონი ჟო-ვილფრიდ ცონგაა – ფრანგმა 2019 წელს ფინალში ალიაჟ ბედენეს მოუგო.

 

ავტორი: თაზო ერისთავი

კომენტარები