ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეცის ტურნირი მოგებით დაიწყო | VIDEO

21 სექტემბერი 2021

მეცის ტურნირის (Moselle Open) 1/16-ფინალში მსოფლიოს 35-ე ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა, ჯანლუკა მაგერი (66) ორ სეტში, ანგარიშით 6:3, 7:6 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. მატჩი 1 საათს და 29 წუთს გაგრძელდა.

ბასილაშვილის მომავალი მეტოქე რეიტინგის 44-ე ნომერი, ალეხანდრო დავიდოვიჩ-ფოკინა ან ჟილ სიმონი (100) იქნება, რომლებიც ერთმანეთს დღეს დაუპირისპირდებიან.

Moselle Open-ის მოქმედი ჩემპიონი ჟო-ვილფრიდ ცონგაა – ფრანგმა 2019 წელს ფინალში ალიაჟ ბედენეს მოუგო.

 

ავტორი: თაზო ერისთავი

კომენტარები