ლევანდოვსკი: ,,თუ ერთი წლის წინ 27 წლის ვიყავი, ახლა 25-26 წლის ვარ''

15 სექტემბერი 2021

მიუნხენის ,,ბაიერნის'' თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, საკუთარ სათამაშო ფორმაზე ისაუბრა:

,,კარგ ფორმასა და კარგ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ვარ. თამაშს კიდევ რამდენიმე წელი ვაპირებ, მინიმუმ 4 წელი, ამაში დარწმუნებული ვარ. 

ამ ზაფხულს კარიერის საუკეთესო შედეგები მქონდა. თუ ერთი წლის წინ 27 წლის ვიყავი, ახლა 25-26 წლის ვარ. ჩემი სტატისტიკა საუკეთესოა მათ შორის, რაც ოდესმე მქონია. 33 წელი მხოლოდ ციფრებია და არ ასახავს რამდენი წლის ვარ სინამდვილეში,'' - ლევანდოვსკის სიტყვებს Bild-ი ციტირებს.

მიმდინარე სეზონში ლევანდოვსკის ანგარიშზე ,,ბაიერნის'' მაისურით ჩატარებულ 6 შეხვედრაში 10 გოლია.

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები