პოჩეტინომ ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი დაასახელა

15 სექტემბერი 2021

,,პარი სენ ჟერმენის'' მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, ,,ბრიუგესთან'' მატჩის წინ, ჩემპიონთა ლიგის მთავარ ფავორიტებზე ისაუბრა:

,,შემადგენლობაში მყოფი ფეხბურთელების გათვალისწინებით, ფავორიტები ,,ჩელსი'' და ჩვენ ვართ. ვფიქრობ, რომ ,,ჩელსი'' და ,,პსჟ'' საუკეთესო გუნდები არიან. 

თუმცა, ლონდონელები ტიტულის დასაცავად იბრძვიან და თუ ერთი გუნდი უნდა გამოვარჩიო, მათ დავასახელებდი. ,,ჩელსი'' ახალი ფეხბურთელების გაფორმებით კიდევ უფრო ძლიერი გახდა. სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ჩვენზე მეტი დახარჯეს.

ზაფხულში ჩვენც ბევრი მოთამაშე შეგვემატა, მაგრამ ეს უნდა გამოვიყენოთ. გასულ სეზონში ,,ჩელსიმ'' სწორედ ამით ისარგებლა,'' - პოჩეტინოს სიტყვებს RMC Sport-ი ციტირებს.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ,,პსჟ'' ,,ბრიუგეს'' ესტუმრება. მატჩი დღეს, 23:00 საათზეა ჩანიშნული.

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები