რონალდუმ სტიუარდს, რომელსაც ბურთი მოარტყა, მაისური აჩუქა

15 სექტემბერი 2021

,,მანჩესტერ იუნაიტედის'' თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ, ,,იანგ ბოისთან'' მატჩისწინა გახურებისას, სტადიონის სტიუარდს ბურთი თავში მოარტყა.

პორტუგალიელი დაშავებულ ქალთან პირადად მივიდა, რათა დარწმუნებულიყო, რომ ყველაფერი კარგად იყო. 

 

შეხვედრის დასრულების შემდეგ, კრიშტიანუმ სტიუარდს საჩუქრად საკუთარი ფორმა გადასცა.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ,,მანჩესტერ იუნაიტედი'' ,,იანგ ბოისთან'' სტუმრად 1:2 დამარცხდა. რონალდუმ მატჩში გოლის გატანა შეძლო.

 

 

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები