ლევანდოვსკი: ,,შესაძლოა, ხალხს ჩემი პირველი გოლი მარტივად მოეჩვენა, მაგრამ ასე არ არის''

15 სექტემბერი 2021

მიუნხენის ,,ბაიერნის'' თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, კატალონიის ,,ბარსელონასთან'' მოგებულ მატჩზე ისაუბრა:

,,ბარსელონაში მოსაგებად ჩამოვედით და ვიცოდით, რომ მეტოქისადმი პატივისცემა უნდა გამოგვევლინა. როცა ,,ნოუ კამპზე'' თამაშობ, შენი მოწინააღმდეგე ყოველთვის საშიშია. თუმცა, მატჩს ვაკონტროლებდით და დავამტკიცეთ, რომ აქ 3 ქულის ასაღებად ვიყავით.

შესაძლოა, ხალხს ჩემი პირველი გოლი მარტივად მოეჩვენა, მაგრამ ასე არ არის!'' - ლევანდოვსკის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.

ჩემპიონთა ლიგის E ჯგუფის შეხვედრაში ,,ბარსელონამ'' ,,ბაიერნს'' უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა. მატჩში რობერტ ლევანდოვსკიმ დუბლი გაიფორმა.

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები