პიკე: ,,პირველ ტაიმში ვიბრძოდით, მაგრამ ბაიერნს რიკოშეტი დაეხმარა''

15 სექტემბერი 2021

კატალონიის ,,ბარსელონას'' მცველმა, ჟერარ პიკემ, მიუნხენის ,,ბაიერნთან'' წაგებულ მატჩზე ისაუბრა:

,,საკუთარ მოედანზე ასეთი შედეგი ცუდია. პირველ ტაიმში ვიბრძოდით, მაგრამ ბაიერნს რიკოშეტი დაეხმარა. 0:2-ის შემდეგ ყველაფერი გართულდა. შეხვედრაში 18 წლის ფეხბურთელებმა ითამაშეს, გუნდმა საკუთარი სახე აჩვენა, იბრძოლა... რაც არის, არის. ახლა ,,ბარსელონა'' ასეთია. რთული წელი გველის.

,,ბაიერნი'' უკეთესი იყო, მაგრამ, შესაძლებლობა გვაქვს, მათ კონკურენცია გავუწიოთ. ვნახოთ, რა მოხდება სეზონის ბოლოს. გვყავს ფატი და აგუერო, რომლებსაც ჩვენი დახმარება შეუძლიათ. ახლა ფავორიტებს შორის არ ვართ, მაგრამ ეს ნორმალურია. ფავორიტები არაერთხელ ვყოდილვართ, თუმცა ვერ მოგვიგია. გასულ წელს ვინ იტყოდა, რომ ჩემპიონი ,,ჩელსი'' გახდებოდა? ფეხბურთი ძალიან იცვლება,'' - პიკეს სიტყვებს Marca ციტირებს.

ჩემპიონთა ლიგის E ჯგუფის შეხვედრაში ,,ბარსელონამ'' ,,ბაიერნს'' უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა. 

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები