რონალდუ იანგ ბოისთან წაგებას გამოეხმაურა

15 სექტემბერი 2021

,,მანჩესტერ იუნაიტედის'' თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ, სოციალური ქსელის საშუალებით ,,იანგ ბოისთან'' წაგებას გამოეხმაურა:

,,ეს არ არის ის შედეგი, რომელიც გვსურდა. მაგრამ, ახლა დროა, ძალები აღვიდგინოთ და მომავალ მატჩზე ვიფიქროთ,'' - წერს პორტუგალიელი ტვიტერის პირად გვერდზე.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ,,მანჩესტერ იუნაიტედი'' ,,იანგ ბოისთან'' სტუმრად 1:2 დამარცხდა. რონალდუმ მატჩში გოლის გატანა შეძლო.

,,მანჩესტერმა” კრიშტიანუს ტრანსფერი 27 აგვისტოს დააანონსა. რონალდუმ ბოლო სამი წელი ,,იუვენტუსში” გაატარა. 36 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში ტურინული გუნდის მაისურით ჩატარებულ 44 შეხვედრაში 36 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.

,,იუნაიტედს” პორტუგალიელი ვარსკვლავის სანაცვლოდ 15 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, რაც მომავალი 5 წლის განმავლობაში უნდა დაიფაროს. გარდა ამისა, კონტრაქტი ბონუსების სახით თანხის 8 მილიონი ევროთი გაზრდას ითვალისწინებს.

 

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები