რონალდ კუმანის კომენტარი ბაიერნთან წაგების შემდეგ

15 სექტემბერი 2021

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში, "ბაიერნთან" 0-3 წაგების შემდეგ კომენტარს აკეთებს:

"ჩვენ მხოლოდ 3 თავდამსხმელი გვყავდა. რა თქმა უნდა, უკეთ თამაში სასურველია, თუმცა ის ვაჩვენეთ, რისი შესაძლებლობაც გვაქვს.

"ბაიერნმა" აჩვენა, რომ უკეთესი გუნდია. თავის გასამართლებელ მიზეზებს არ ვეძებ, მაგრამ მათ, როგორც სასტარტოში, ისე სათადარიგოთა სკამზე, უკეთესი შემადგენლობა ჰყავდათ.

ჩემმა გუნდმა აჩვენა, რომ მომავალი აქვს. მალე ანსუ ფატი, სერხიო აგუერო და უსმან დემბელეც დაგვიბრუნდებიან. ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი არ გვყავს. თამაში 4-5 ისეთი მოთამაშით დავასრულეთ, რომლებიც მხოლოდ 18 წლისანი არიან. ახლა ისინი "ბაიერნის" ფეხბურთელებს ჩამორჩებიან, თუმცა, მომავალში, სხვაობა შემცირდება და 2-3 წელში შესანიშნავი მოთამაშეები გახდებიან.

გულშემატკივრები არსებულ სიტუაციას კარგად ეკიდებიან. რეალისტები უნდა ვიყოთ. გუშინ ჟორდი ალბა ცუდად იყო, ლუკ დე იონგმა კი სადებიუტო მატჩი ჩაატარა. სერჟი რობერტოს მისამართით სტვენა არ მომწონს - აბსოლუტურად ყველა ბოლომდე დაიხარჯა".

"ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგაზე შემდეგი დაპირისპირება 29 სექტემბერს, ლისაბონში, "ბენფიკას" წინააღმდეგ ელის.

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები