არის თუ არა ბარსელონა იმაზე უკეთესი გუნდი, ვიდრე 2-8 წაგებულ შეხვედრაში იყო

14 სექტემბერი 2021

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში კატალონიის "ბარსელონა" მიუნხენის "ბაიერნს" დაუპირისპირდება.

ხსენებული გუნდები ერთმანეთს 2019/20 წლების სეზონში შეხვდნენ, სადაც "რეკორდმასიტერმა" 8-2 მოიგო. რთულია იმის თქმა, რომ მას შემდეგ კატალონიელები გაძლიერდნენ - ალბათ, პედრის წყალობით, მხოლოდ ნახევარდაცვაში.

ახლა კი, მადრიდული გამოცემა Marca გვთავაზობს სტატიას, რომელშიც განხილულია, არის თუ არა "ბარსა" იმაზე უკეთესი გუნდი ამჟამად, ვიდრე იმ მატჩში იყო.

სისტემა

"ბლაუგრანას" მაშინდელმა თავაკცმა, კიკე სეტიენმა "ბაიერნთან" იმ შეხვედრაში 4-4-2 ტაქტიკა აირჩია. ახლა კი რონალდ კუმანი ფიქრობს, რომ 5-3-2 ფორმაციით ითამაშოს.

მეკარე

მარკ-ანდრე ტერ შტეგენი 2-8 წაგებულ შეხვედრაში საშინლად გამოიყურებოდა. იმ მატჩის ექვსი გოლის ავტორიდან ოთხი კვლავ გერმანულ კლუბში ირიცხება - ყველა მათგანმა "ლაიფციგთან" 4-1 მოგებულ შეხვედრაში ითამაშა. ტერ შტეგენი მათი ხილვით გახარებული არ იქნება.

დაცვა

უკანახაზი თითქმის იგივეა. უბრალოდ, ახლა ნელსონ სემედუ "ბარსაში" აღარაა, კლემან ლანგლეს კი, მოსალოდნელია, რომ ერიკ გარსია შეცვლის. ჟერარ პიკე კვლავ გუნდშია, რომელსაც რონალდ არაუხო და ერიკ გარსია შეუწყვილდება. ჟორდი ალბა კი მთელ ფლანგს ჩაიბარებს.

ნახევარდაცვა

სეტიენმა იმ მატჩის ძირითად შემადგენლობაში სერჟი რობერტო, სერჟიო ბუსკეტსი, ფრენკი დე იონგი და არტურო ვიდალი დააყენა. ახლა კი, სავარუდოა, რომ პედრის დამატებით, შუახაზი უკეთესი გახდება - დანამდვილებით მხოლოდ ამ პოზიციაზე შეიძლება იმის თქმა, რომ "ბარსელონა" გასული 13 თვის განმავლობაში გაძლიერდა.

შეტევა

წაგებულ შეხვედრაში "ლურჯ-ბროწეულისფერთათვის" ლეო მესი და ლუის სუარესი უტევდნენ - კლუბი ნამდვილად ისურვებდა, რომ ისინი გუნდში ახლაც ჰყავდეს. ამჟამად რონალდ კუმანის განკარგულებაში მემფის დეპაი, ფილიპე კოუტინიო და ლუკ დე იონგი არიან.

სათადარიგოთა სკამი

"ესტადიო ლა ლუჟზე" კატალონიელთა რიგებში სათადარიგოთა სკამიდან ანტუან გრიზმანი და ანსუ ფატი შემოვიდნენ, თუმცა ფრანგი "ატლეტიკოში" დაბრუნდა, ახალი 10-იანი კი ტრავმირებულია. ასევე დაზიანებულები არიან სერხიო აგუერო, უსმან დემბელე და მარტინ ბრეითუეიტი. "ბარსელონამ" ლუკ დე იონგი დაიმატა, თუმცა შემადგენლობის სიღრმე აშკარად შემცირებულია.

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები