უეფამ აიაქსს ბობ მარლისადმი მიძღვნილი ფორმით თამაში აუკრძალა

14 სექტემბერი 2021

უეფას გადაწყვეტილებით, ამსტერდამის ,,აიაქსი'' იამაიკელი მომღერლის, ბობ მარლისადმი მიძღვნილი ფორმით ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ითამაშებს.

გუნდის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ორგანიზაციამ მაისურის დიზაინიდან სამი ფრინველის გამოსახულების ამოღება მოითხოვა.

,,ევროპის ფეხბურთის ასოციაცია ამას არ განიხილავს როგორც კლუბის, სპონსორის ან მწარმოებელი ფირმის ლოგოტიპის გამოსახვას, სხვა ტიპის ლოგოტიპების გამოსახვა კი ნებადართული არ არის,'' - წერია ,,აიაქსის'' განცხადებაში.

,,აიაქსმა'' მიმდინარე სეზონში კლუბის ახალი, მესამე ფორმით, ერთი მატჩის ჩატარება მოასწრო - ერედივიზიონის მე-4 ტურში ამსტერდამელებმა სტუმრად ,,ზვოლე'' 2:0 დაამარცხეს.

ჩემპიონთა ლიგაზე ტენ ჰაგის გუნდი პირველ შეხვედრას ხვალ, 15 სექტემბერს, ლისაბონის ,,სპორტინგის'' წინააღმდეგ გამართავს.

 

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები