Us Open-ის ფინალში ჯოკოვიჩი მედვედევთან დამარცხდა (მიმოხილვა)

13 სექტემბერი 2021

ამერიკის ღია პირველობის ფინალში მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩი დანილ მედვედევთან (2) სამ სეტში, ანგარიშით 4:6, 4:6, 4:6 დამარცხდა. შეხვედრა 2 საათსა და 17 წუთს გაგრძელდა.

მედვედევმა კარიერაში პირველი დიდი სლემის ტურნირი მოიგო, ჯოკოვიჩს კი 21-ე სლემის მოგება შეეძლო. 

,,ჯოკოვიჩისა და მისი გულშემატკივრების გამო ვწუხვარ! ჩვენ ყველანი ვხვდებით რას განიცდის ნოვაკი. ნებისმიერ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რაც წელს და, საერთოდ, მთელი კარიერის განმავლობაში გააკეთე, შენ ჩემთვის ისტორიაში საუკეთესო ჩოგბურთელი ხარ,'' - განაცხადა მედვედევმა მატჩის შემდეგ.

რუსმა ჩოგბურთელმა დღევანდელი გამარჯვებით 2000 სარეიტინგო ქულა და 2,5 მილიონი ევრო გამოიმუშავა, ნოვაკმა კი 1200 ქულა და 1,25 მილიონი ევრო მიიღო.

ჯოკოვიჩმა დღვანდელი წაგებით ,,კალენდარული დიდი სლემის'' შესრულების შანსი დაკარგა - 2021 წელს სერბმა ავსტრალიის ღია პირველობაზე, როლან გაროსზე და უიმბლდონზე იმარჯვა.

 

ავტორი: თაზო ერისთავი

კომენტარები