მოგება 3 სეტში - ბასილაშვილი Us Open-ის 1/16-ფინალშია

03 სექტემბერი 2021

ამერიკის ღია პირველობის 1/32-ფინალში მსოფლიოს 39-ე ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა, ამერიკელი მაქსიმე კრესი (151) დაამარცხა.

ნიკოლოზმა მეტოქეს სამ სეტში, ანგარიშით 7:6, 6:3, 7:5 მოუგო და ტურნირის 1/16-ფინალში გავიდა.

ქართველი ჩოგბურთელის მომდევნო მოწინააღმდეგე რეილი ოპელკა (24) იქნება, რომელმაც ლორენცო მუსეტისთან ასევე სამ სეტში იმარჯვა. მატჩი 4 სექტემბერს გაიმართება.

გასულ წელს Us Open-ის პირველ რაუნდში ნიკა ჯონ მილმანთან დამარცხდა. ტურნირზე ბასილაშვილმა საუკეთესო შედეგი 2018 წელს დააფიქსირა, როცა მერვედფინალში გავიდა, სადაც რაფაელ ნადალთან 4 სეტში წააგო.

ამერიკის ღია პირველობის მოქმედი ჩემპიონი დომინიკ ტიმია - ავსტრიელმა შარშან ფინალში ალექსანდრ ზვერევს მოუგო.

 

ავტორი: თაზო ერისთავი

კომენტარები