ბასილაშვილის მეტოქე დანებდა - ნიკოლოზი Us Open-ის 1/32-ფინალშია (ვიდეო)

01 სექტემბერი 2021

მსოფლიოს 39-ე ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა, ამერიკის ღია პირველობის 1/64-ფინალში ამერიკელ სებასტიან კორდასთან (45) იმარჯვა. 

ნიკოლოზმა პირველი სეტი დამაჯერებლად, ანგარიშით 6:2 მოიგო, მეორე სეტში კი, როცა ანგარიში ქართველის სასარგებლოდ 2:1 იყო, კორდამ თამაშის გაგრძელება კუჭის პრობლემების გამო ვერ შეძლო.

ქართველი ჩოგბურთელის მომდევნო მოწინააღმდეგე მაქსიმე კრესი (151) იქნება, რომელმაც პაბლო კარენო ბუსტა დაამარცხა. მატჩი 2 სექტემბერს გაიმართება.

გასულ წელს Us Open-ის პირველ რაუნდში ნიკა ჯონ მილმანთან დამარცხდა. ტურნირზე ბასილაშვილმა საუკეთესო შედეგი 2018 წელს დააფიქსირა, როცა მერვედფინალში გავიდა, სადაც რაფაელ ნადალთან 4 სეტში წააგო.

ამერიკის ღია პირველობის მოქმედი ჩემპიონი დომინიკ ტიმია - ავსტრიელმა შარშან ფინალში ალექსანდრ ზვერევს მოუგო.

 

ავტორი: თაზო ერისთავი

კომენტარები