ლაშა ბექაური განახლებული მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერია

31 აგვისტო 2021

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ სპორტსმენთა რეიტინგი განაახლა. განახლებულ სიაში წონითი კატეგორიის სათავეში სამი ქართველი ძიუდოისტია.

- 90 კგ. წონით კატეგორიის პირველი ნომერი ოლიმპიური თამაშების მოქმედი ჩემპიონი, ლაშა ბექაურია. მის ანგარიშზე  6256 სარეიტინგო ქულაა. ბექაური ამ შედეგით არამარტო წონით კატეგორიას, არამედ მამაკაც ძიუდოისტთა რეიტინგს უდგას სათავეში.

-73 კგ.-ში რეიტინგის პირველი ნომერი ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი - ლაშა შავდათუაშვილია. მას 5175 ქულა აქვს.

ტატო გრიგალაშვილია -81 კგ-ის რეიტინგის სათავეში. ევროპის ჩემპიონის ანგარიშზე 5967 სარეიტინგო ქულაა.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი ქულა, როგორც მამაკაცთა, ისე ქალთა შორის, ფრანგ კლარის აგბენენუს აქვს - -63 კგ.-ის პირველი ნომრის ანგარიშზე 7830 სარეიტინგო ქულაა.
No description available.
No description available.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები