საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 12 სპორტსმენით წარდგება

30 აგვისტო 2021

9-11 სექტემბერს, ლუქსემბურგი ახალგაზრდა ძიუდოისტთა შორის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.  ტურნირზე ამ მომენტისათვის 43 ქვეყნის 364 სპორტსმენია რეგისტრირებული.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპირველობაზე 12 ძიუდოისტით იასპარეზებს:

-60 კგ. - გიორგი სარდალაშვილი
-66 კგ. - თენგო ზირაქაშვილი
-81 კგ. - გიორგი შერაზადიშვილი
-90 კგ. - ნიკა ხარაზიშვილი, თორნიკე ფოლადიშვილი
-100 კგ. - ილია სულამანიძე, მიხეილ ჯაფარიძე
+100 კგ. - საბა ინანეიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი

-57 კგ. - ნინო ლოლაძე
-70 კგ. - ნინო გულბანი
+78 კგ.  სალომე მაყიშვილი

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები