US Open-ზე ბასილაშვილის პირველი მეტოქე ცნობილია

27 აგვისტო 2021

მსოფლიოს 39-ე ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობაზე ასპარეზობას ამერიკელ სებასტიან კორდასთან (45) დაპირისპირებით იწყებს. ნიკოლოზი მეტოქეს კარიერაში პირველად შეხვდება.

მოგების შემთხვევაში, ქართველი ჩოგბურთელის მომდევნო მოწინააღმდეგე რეიტინგის მე-12 ნომერი, პაბლო კარენო ბუსტა ან საკვალიფიკაციო ეტაპის ერთ-ერთი გამარჯვებული იქნება.

ბასილაშვილი პირველ მატჩს ორშაბათს, 30 აგვისტოს, გამართავს.

გასულ წელს Us Open-ის პირველ რაუნდში ნიკა ჯონ მილმანთან დამარცხდა. ტურნირზე ბასილაშვილმა საუკეთესო შედეგი 2018 წელს დააფიქსირა, როცა მერვედფინალში გავიდა, სადაც რაფაელ ნადალთან 4 სეტში წააგო.

ამერიკის ღია პირველობის მოქმედი ჩემპიონი დომინიკ ტიმია - ავსტრიელმა შარშან ფინალში ალექსანდრ ზვერევს მოუგო.

ავტორი: თაზო ერისთავი

კომენტარები