ჩრდილოეთ კორეამ ტოკიოს ოლიმპიადის გაშუქება მისი დასრულების შემდეგ დაიწყო

13 აგვისტო 2021

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიამ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გაშუქება დახურვის ცერემონიალიდან ორი დღის შემდეგ დაიწყო.

ადგილობრივი მედიის ცნობით, კორეის ცენტრალურმა არხმა ამ კვირაში დიდი ბრიტანეთისა და ჩილეს (ქალთა ფეხბურთი) შეხვედრის 70 წუთი გაუშვა. რეალურად მატჩი 21 ივლისს ჩატარდა. თამაში ეთერში კომენტირების გარეშე, გამოსახულების დაბალი ხარისხით გავიდა. 

ტოკიო 2020-ზე ჩრდილოეთ კორეას დელეგაცია არ გაუგზავნია, რაც ქვეყანამ კოვიდ 19-ის საფრთხით ახსნა. ფხენიანი ამბობს, რომ კორონავირუსის შემთხვევები არ აქვთ, თუმცა ექსპერტების აზრით, ეს, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

ეს არის პირველი შემთხვევა 1988 წლის (სეულის ოლიმპიადა) შემდეგ , როცა ჩრდილოეთ კორეამ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობა არ მიიღო - 1988 წელს მათ ბოიკოტი სამხრეთ კორეას გამოუცხადეს.

 

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები