ბასილაშვილი ჰურკაჩთან დამარცხდა და ტორონტოს ტურნირს 1/8-ფინალიდან გამოეთიშა

13 აგვისტო 2021

მსოფლიოს 42-ე ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტორონტოს ტურნირის - National Bank Open-ის მერვედფინალში რეიტინგის მე-13 ნომერთან, ჰუბერტ ჰურკაჩთან სამ სეტში, ანგარიშით 7:6, 4:6, 4:6 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.

შეხვედრა 2 საათსა და 42 წუთს გაგრძელდა. მატჩში გადამწყვეტი მესამე სეტის მესამე გეიმი აღმოჩნდა, რომელშიც ჰურკაჩმა ბრეიკი შეასრულა და უპირატესობა მოიპოვა.

ქართველი ჩოგბურთელი პოლონელს კარიერაში პირველად დაუპირისპირდა.

National Bank Open-ის მოქმედი ჩემპიონი რაფაელ ნადალია - ესპანელმა 2019 წელს ფინალში დანილ მედვედევი დაამარცხა.

 

ავტორი: თაზო ერისთავი

კომენტარები