მოგება მსოფლიოს მე-18 ჩოგანთან - ბასილაშვილი ტორონტოს ტურნირის 1/8-ფინალშია

11 აგვისტო 2021

მსოფლიოს 42-ე ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტორონტოს ტურნირის - National Bank Open-ის 1/16-ფინალში რეიტინგის მე-18 ნომერი, ალექს დე მინორი ორ სეტში, ანგარიშით 6:1, 6:1 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. შეხვედრა 57 წუთს გაგრძელდა.

ქართველი ჩოგბურთელი ავსტრალიელს კარიერაში მეორედ დაუპირისპირდა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ბასილაშვილის მომავალი მეტოქე ჰუბერტ ჰურკაჩი (13) იქნება, რომელიც მერვედფინალში ტურნირის პირველ შეხვედრას გამართავს. 1/16-ფინალში პოლონელი კეი ნიშიკორის უნდა შეხვედროდა, რომელმაც თამაში ტრავმის გამო ვერ შეძლო.

National Bank Open-ის მოქმედი ჩემპიონი რაფაელ ნადალია - ესპანელმა 2019 წელს ფინალში დანილ მედვედევი დაამარცხა.

ავტორი: თაზო ერისთავი

კომენტარები