ტორონტოს ტურნირზე ბასილაშვილის პირველი მეტოქე ცნობილია

09 აგვისტო 2021

მსოფლიოს 41-ე ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ტორონტოს ტურნირზე (National Bank Open) ასპარეზობას ამერიკელ ჯენსონ ბრუკსბისთან (130) დაპირისპირებით იწყებს. ნიკოლოზი მეტოქეს აქამდე ერთხელ, ამერიკის ღია პირველობაზე შეხვდა, სადაც 4 სეტში იმარჯვა.

მოგების შემთხვევაში, ქართველი ჩოგბურთელის მომდევნო მეტოქე რეიტინგის მე-18 ნომერი, ალექს დე მინორი იქნება

ბასილაშვილი პირველ მატჩს ხვალ, 10 აგვისტოს გამართავს - შეხვედრა თბილისის დროით 19:00 საათზეა ჩანიშნული.

ტურნირის მოქმედი ჩემპიონი რაფაელ ნადალია, რომელმაც 2019 წელს ფინალში დანილ მედვედევი დაამარცხა.

ავტორი: თაზო ერისთავი

კომენტარები