საქართველოს ნაკრებმა ტოკიოს ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა

07 აგვისტო 2021

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა ნაკრებმა ტოკიო 2020-ზე გამოსვლა დაასრულა. ქართველი სპორტსმენების ანგარიშზე 2 ოქროს, 5 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი დაგროვდა. 

დღევანდელ დღეს ძალები ორმა სპორტსმენმა მოსინჯა - თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძე რეპეშაჟში დამარცხდა და მედლისთვის ასპარეზობა ვერ მოახერხა. კარატისტმა გოგიტა არქანიამ კი 4 შეხვედრიდან 2 მოიგო, რაც ჯგუფური ეტაპის დასაძლევად საკმარისი არ აღმოჩნდა და ტურნირს ისიც უმედლოდ გამოეთიშა.

ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ტიტულის მოპოვება ლაშა ბექაურმა (ძიუდო) და ლაშა ტალახაძემ (ძალოსნობა) მოახერხეს. ვერცხლის მედლები ვაჟა მარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა, გურამ თუშიშვილმა (სამივე ძიუდო) იაკობ ქაჯაიამ (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) და გენო პეტრიაშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა) მოიპოვეს. ბრინჯაოს მედალს კი ძალოსანი ანტონ პლესნოი დაეუფლა.

აღსანიშნავია, რომ 8 მედალი ოლიმპიადაზე საქართველოს დელეგაციისათვის სარეკორდო მაჩვენებელია. 

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები