საფრანგეთის ძიუდოისტთა ნაკრები ოლიმპიური ჩემპიონია

31 ივლისი 2021

საფრანგეთის ძიუდოისტთა (შერეული) ნაკრები ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია. ფრანგებმა ფინალურ დაპირისპირებაში აშკარა ფავორიტი, მასპინძელი იაპონიის ნაკრები დიდი უპირატესობით, ანგარიშით 4:1 დაამარცხეს.

პირველი შეხვედრა ოლიმპიური თამაშების მოქმედმა ჩემპიონმა, კლარის აგბენენუმ, მასზე ერთით ზედა წონით კატეგორიაში მოასპარეზეს, ასევე ოლიმპიურ ჩემპიონს - ჩიზურო არაის მოუგო. იაპონელთაგან მოგება ოლიმპიურმა ჩემპიონმა - აკირა სონემ მოახერხა. შოიჩირო მუკაის ძლევა მოახერხა აქსელ კლერჟემ. ტედი რინერმა კი ანგარიში 3:1 გახადა. მან დაძაბულ ბრძოლაში, დამატებით დროში -100 კილოგრამში ოლიმპიადის ტრიუმფატორს, აარონ ვულფს ვაზარით სძლია. გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ერთმანეთს -57 კგ.-ის წარმომადგენლები, სარა ლეონი სიზიკი და ცუკასა იოშიდა დაუპირისპირდნენ. სიზიკმა მეტოქის ვაზარით დამარცხება მოახერხა და საფრანგეთის ნაკრებს  ილიმპიადაზე პირველი შერეული გუნდური ასპარეზობის ჩემპიონის ტიტული მოუტანა.

აღსანიშნავია, რომ მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ისრაელმა რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტს 4:1 სძლია. მეორე ბრინჯაო კი გერმანიის ნაკრებს ერგო. გერმანელებმა ნიდერლანდებს 4:2 სძლიეს.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები