თუშიშვილი ფინალში კრპალეკს შეხვდება - გურამის სტატისტიკა ჩეხ მეტოქესთან

30 ივლისი 2021

გურამ თუშიშვილმა ოლიმპიადის ნახევარფინალში მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი, ტამერლან ბაშაევი (როკ) დაამარცხა და ფინალში გავიდა. გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველი ძიუდოისტი 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს, ლუკაშ კრპალეკს (ჩეხეთი) დაუპირისპირდება, რომელმაც 1/2-ფინალში ჰისაიოში ჰარასავას მოუგო.

თუშიშვილი და კრპალეკი აქამდე ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ (ორივე შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატზე), ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა გურამის მხარესაა - 2:0. ძიუდოისტებს შორის პირველი ბრძოლა 2017 წელს, ვარშავაში გაიმართა, მეორე კი 2020 წელს - პრაღაში.

თუშიშვილისა და კრპალეკის შეხვედრა 3 ბრძოლის შემდეგ დაიწყება.

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები