თუშიშვლი 1/2-ფინალში ბაშაევს შეხვდება - გურამის სტატისტიკა რუს მეტოქესთან

30 ივლისი 2021

გურამ თუშიშვილმა ოლიმპიადის მეოთხედფინალში ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს 2-გზის პრიზიორი, რაფაელ სილვა დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. მომდევნო ეტაპზე ქართველი ძიუდოისტი მსოფლიო რეიტინგის პირველ ნომერს, ტამერლან ბაშაევს (როკ) დაუპირისპირდება, რომელმაც 1/4-ფინალში ლეგენდარულ ტედი რინერთან იმარჯვა.

თუშიშვილი და ბაშაევი აქამდე ერთმანეთს ექვსჯერ დაუპირისპირდნენ, ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა რუსის მხარესაა - 2:4. ძიუდოისტებს შორის პირველი ბრძოლა 2014 წელს, ბუქარესტში გაიმართა და გურამის გამარჯვებით დასრულდა, ბოლოს კი სპორტსმენები ერთმანეთს 2018 წელს, თელ ავივში შეხვდნენ, სადაც ბაშაევმა იმარჯვა.

თუშიშვილისა და ბაშაევის შეხვედრა ფინალურ ბლოკში, 12:00 საათის შემდეგ გაიმართება.

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები