ტედი რინერი ოლიმპიადის მეოთხედფინალში მარცხს გამოეხმაურა

30 ივლისი 2021

ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ტედი რინერი ტოკიოს ოლიმპიადის მეოთხედფინალში მსოფლიო რეიტინგის პირველ ნომერთან, ტამერლან ბაშაევთან (როკ) დამარცხდა.

ფრანგი ლეგენდა 1/4-ფინალში წაგებას სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა:

,,ეს ის შედეგი არ არის, რასაც ველოდით, მაგრამ ოლიმპიური მედლის მოპოვების შანსი ისევ არის,'' - წერია სპორტსმენის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე.

რინერი ასპარეზობას რეპეშაჟში გააგრძელებს და ბრინჯაოს მედლსითვის იბრძოლებს, 32 წლის ძიუდოისტის მომავალი მეტოქე ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს 2-გზის პრიზიორი, რაფაელ სილვაა.

 

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები