თუშიშვილი ნახევარფინალშია - მომდევნო მეტოქე ბაშაევია (ვიდეო)

30 ივლისი 2021

გურამ თუშიშვილმა ოლიმპიადის მეოთხედფინალში ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს 2-გზის პრიზიორი, რაფაელ სილვა დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

მომდევნო ეტაპზე ქართველი ძიუდოისტი მსოფლიო რეიტინგის პირველ ნომერს, ტამერლან ბაშაევს (როკ) დაუპირისპირდება, რომელმაც 1/4-ფინალში ლეგენდარულ ტედი რინერთან იმარჯვა.

თუშიშვილისა და ბაშაევის შეხვედრა ფინალურ ბლოკში, 12:00 საათის შემდეგ გაიმართება.

 

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები