ნიკოლოზ ბასილაშვილი მერვედფინალში ზვერევთან დამარცხდა და ოლიმპიადას გამოეთიშა

28 ივლისი 2021

ოლიმპიადის მერვედფინალში მსოფლიოს 41-ე ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ალექსანდრ ზვერევთან (გერმანია, 5) ორ სეტში, ანგარიშით 4:6, 6:7 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

მერვედფინალური მატჩი 1 საათსა და 39 წუთს გაგრძელდა. აღსანიშნავია, რომ პირველ სეტში გერმანელმა ჩოგბურთელმა თავისი ხუთივე ჩაწოდება ნულზე მოიგო.

ზვერევის მომავალი მეტოქე ჟერემი შარდისა და ლაიამ ბროადის წყვილში გამარჯვებული იქნება.

ბასილაშვილმა ოლიმპიადაზე ორი მატჩის მოგება შეძლო - პირველ რაუნდში ნიკამ რობერტო კარბალეს ბაენასთან იმარჯვა, 1/16-ფინალში კი ლორენცო სონეგო დაამარცხა.

 

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები