ბასილაშვილმა სონეგოს მოუგო და ოლიმპიადის მერვედფინალში გავიდა (ვიდეო)

26 ივლისი 2021

ოლიმპიადის 1/16-ფინალში მსოფლიოს 42-ე ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა, ლორენცო სონეგო (იტალია, 26) სამ სეტში, ანგარიშით 6:4, 3:6, 6:4 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. მატჩი 2 საათსა და 43 წუთს გაგრძელდა.

მომდევნო ეტაპზე ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე მსოფლიოს მე-5 ჩოგანი, ალექსანდრ ზვერევი იქნება, რომელმაც დღეს გალან რივეროსს 2 სეტში (6:2, 6:2) მოუგო.

ბასილაშვილი და ზვერევი აქამდე ერთმანეთს ოთხჯერ დაუპირისპირდნენ - ნიკოლოზის ანგარიშზე მეტოქესთან 1 მოგება და 3 მარცხია.

მერვედფინალური მატჩი ოთხშაბათს, 28 ივლისს, გაიმართება.

 

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები